რატომ უნდა გამოიყენო ინვოისინგის პლატფორმა

რატომ უნდა გამოიყენო ინვოისინგის პლატფორმა?

ინვოისების შექმნა შეიძლება დამღლელი და შრომატევადი იყოს, განსაკუთრებით თუ არ ხარ ამ საქმეში ექსპერტი.

ამ ბლოგში მოგიყვები, თუ როგორ დაგეხმარება ინვოისის შაბლონების პლატფორმა შენი ბიზნებისის განვითარებაში.

1. დაზოგე დრო

როგორც მცირე ბიზნესის მფლობელი, შენი დრო ძვირფასია. როდესაც ამდენი პასუხისმგებლობა გაკისრია, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დაზოგო დრო. შაბლონების საშუალებით შენ შეგიძლია შექმნა ინვოისები შენი კლიენტებისთვის დროის მცირე ნაწილში.

Invoice.ge საშუალებით, შეგიძლია შექმნა ინვოისი სულ რამდენიმე წამში! თუ არ გჯერა, შეგიძლია თავად სცადო 😊

2. დაზოგე ფული

ერთადერთი, რაც შეიძლება უფრო ღირებული იყოს, ვიდრე დრო, როგორც მცირე ბიზნესის მფლობელისთვის, არის ფული. თუ შენ არ ხარ ბუღალტრული აღრიცხვის ექსპერტი, შენი კომპანიისთვის ინვოისების შექმნა შეიძლება დამღლელი იყოს. ინვოისის შაბლონების პლატფორმის გამოყენებით, შენ არ დაგჭირდება ფულის დახარჯვა დამატებით კადრის აყვანაზე, რომლის მოვალეობაც ინვოისების შექმნა იქნება.

სხვა ინვოისინგის პლატფორმებისგან განხსვავებით invoice.ge მორგებულია ქართულ სეგმენტზე და ასევე გთავაზობს როგორც უფასო ვერსიას, ასევე ულიმიტო ფუნქციონალებით სავსე შენზე მორგებულ გადახდის გეგმას. თუ გაინტერესებს როგორ შეგიძლია იმუშაო პლატფორმაში, დარეგისტრირდი და გამოსცადე უფასოდ. ასე რომ თუ მცირე ბიზნესი გაქვს, ან ახლა იწყებ საქმიანობას invoice.ge ზუსტად შენთვის არის ! 😊

3. მოახდინე ინვოისების პერსონალიზაცია

რა თქმა უნდა ყველა ცდილობს იყოს გამორჩეული და საინტერესო. როდესაც invoice.ge პლატფორმას იყენებ, შეგიძლია ინვოისს დაამატო შენი ბიზნესის ლოგო და სასურველი ფერები. შენი ინვოისების ასეთი ბრენდინგი და პერსონალიზაცია აჩვენებს შენს მომხმარებლებს, რომ ბიზნესის უკან დგას ნამდვილი ადამიანი. ასევე ინვოისების პერსონალიზაცია დაგეხმარება შენი ბიზნესი უფრო დამახსოვრებადი იყოს და გამოირჩეოდეს სხვა კომპანიებისგან.

4. დოკუმენტების ფილტრაცია

Invoice.ge-ზე მარტივად იპოვი სასურველ ინვოისს. შეგეძლება გაფილტრო თარიღის, მომხმარებლის, პროდუქტის მიხედვით და წამებში იპოვო ინვოისი. კიდევ ძალიან ბევრი ფილტრის გამოყენებაა შესაძლებელი და რაც მთავარია ყველაფერი ერთ სივრცეში ხდება.

Flowers

5. მიიღე გადახდები

მიიღე გადახდები ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად. Invoice.ge-ს დახმარებით შეგიძლია წამებში მიიღო გადახდები ონლაინ, შენი ზედმეტი ჩართულობის გარეშე.


და მთავარი სიახლე!

შენ უკვე შეგიძლია დარეგისტრირდე invoice.ge-ზე 1 ივნისამდე და ისარგებლო მისი ულიმიტო ფუნქციონალებით 6 თვის განმავლობაში 🤩

Flowers