როგორ მივიღოთ კლიენტებისგან გადახდები უფრო სწრაფად

სანამ მუშაობას დაიწყებ
1. გაუგზავნე მომხმარებელს მომსახურების ხელშეკრულება
სანამ საქმის შესრულებაზე მუშაობას დაიწებ, არ დაგავიწყდეს, გაუგზავნო მომხმარებელს მომსახურების ხელშეკრულება, ან უბრალო კონტრაქტი. ეს არის ნომერ პირველი ინსტრუმენტი რომლითაც დარწმუნდები, რომ კლიენტი გადაგიხდის სწორ თანხას სწორი თარიღისთვის. კონტრაქტი უნდა ასახავდეს შენი შრომის დეტალებს, მათ შორის:
  • ზუსტად რა საქმეს შეასრულებ
  • რამდენი დრო დაგჭირდება შესასრულებლად
  • რა თანხა უნდა მიიღო
  • როდის არის გადახდის ვადა
  • ნებისმიერი სხვა დეტალი
2. მკაფიოდ ჩამოაყალიბე წესები და პირობები
მომსახურების ხელშეკრულებაში და ინვოისის ქვედა ნაწილში ნათლად უნდა ჩანდეს გადახდის პირობები. იმისთვის რომ შემდეგ ორივე მხარემ ზუსტად იცოდეთ რა შედეგი ექნება გადახდის დაგვიანებას, როდის არის გადახდის ბოლო ვადა და ა.შ.
მაგალითად, სტანდარტულ ინვოისში შეიძლება ეწეროს: ”თანხა გადახდილი უნდა იყოს 10 დღის განმავლობაში” ეს კარგია, მაგრამ შეგიძლია კიდევ უფრო შორს წახვიდე და უფრო დააკონკრეტო. მაგალითად, ”გადახდა უნდა მოხდეს ინვოისის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში”, ან თუნდაც, ”სრულად გადახდა (ზუსტი თარიღი)”, ამ შემთხვევაშ კლიენტს ზუსტად ეცოდინება თავისი ვალდებულება და გადახდის ვადები.
3. წინასწარ მოითხოვე თანხის ნაწილის გადახდა
იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომხმარებელი ნამდვილად გადაიხდის ინვოისის თანხას: მოითხოვე თანხის ნაწილის წინასწარი გადახდა სამუშაოს დაწყებამდე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალ მომხმარებელთან გაქვს საქმე, ნაწილობრივი გადახდა წინასწარ შეამსუბუქებს მოგვიანებით ინვოისების თანხის გადახდის დაგვიანებას. თუ მომხმარებელი ყოყმანობს ან უარს იტყვის დეპოზიტის ჩარიცხვაზე, შენ წარმოდგენა მაინც გექნება თუ როგორ გაუმკლავდებოდა თანხის სრულად გადახდას მომსახურების მიღების შემდეგ.
დეპოზიტად თანხის 50%-ის ჩარიცხვა სტანდარტულია, მაგრამ სამუშაოს და შენი გამოცდილების დონის მიხედით შეგიძლია გადაწყვიტო რამდენი მოითხოვო წინასწარ.
ინვოისის გამოწერის შემდეგ
4. მიიღე დასტური
შენი გაგზავნილი ინვოისი შეიძლება ადვილად დაეკარგოს კლიენტს, ან გახსნას მოგვიანებით წაკითხვის განზრახვით, ან იფიქროს მოგვიანებით გადავიხდიო და ამასობაში გამორჩეს გადახდის დროც.
ინვოისის გაგზავნისას (სრული გადახდის პირობებით როგორც უკვე აღვნიშნეთ) კარგი იქნება სთხოვო რომ დასტურით გიპასუხოს მიიღეს თუ არა ინვოისი. ელ.ფოსტაში შეგიძლია ჩაწერო რაიმე შემდეგნაირად: „გთხოვთ მიპასუხოთ დასტურით, რომ მიიღეთ ეს ინვოისი“. თუ რამდენიმე დღეში არ მიიღებ პასუხს, გაუგზავნე შემდეგი წერილი და კვლავ მოითხოვე დადასტურება. დადასტურების მიღება სასარგებლოა იმისთვის რომ დარწმუნდე, შენი ინვოისი არ დაიკარგა ან არ დააიგნორეს.
რადგანაც გაგზავნილ ინვოისზე უკუკავშირი და თვალყურისდევნება ასეთი მნიშვნელოვანია და ცოტა დამღლელიც კი, ზუსტად ამიტომ invoice.ge-ზე შეხვდები ფუნქციონალს, რომელიც ამ პროცესებს ბევრად გაგიმარტივებს. იმის მაგივრად რომ შენი დრო და ენერგია დახარჯო პასუხის მიღებაში, ინვოისინგის პლატფორმა invoice.ge-ზე შეგიძლია გააგზავნო ინვოისი, შემდეგ კი ნახო კლიენტს როდის მიუვა მეილზე, როდის გახსნის და წაიკითხავს, როდის დაადასტურებს ან უარყოფს მას. რა თქმა უნდა, თუ გადახდას დააგვიანებს, მაგაზეც ავტომატურად მიუვა შეტყობინებები და შენ აღარ მოგიწევს იმის კონტროლი თუ რომელი კლიენტი რომელი ინვოისის გადახდას აგვიანებს.
Flowers
5. უკუკავშირის მიღება
გადაიხადა თუ არა მომხმარებელმა ინვოისი, სამუშაოს დასრულების შემდეგ მაინც კარგია, რომ დაუკავშირდე და ფიდბექის გაზიარება სთხოვო.
თუ შენმა კლიენტმა გადაიხადა ინვოისი (და მაშინაც კი, თუ არ გადაუხდია) დაუკავშირდი და ჰკითხე დაგიტოვებს თუ არა შეფასებას შენს შესრულებულ საქმესთან დაკავშირდებით, პირადად, ან სოციალურ გვერდებზე. იმის გარდა რომ შენთვითონ გამოგადგება მომხმარებლისგან მიღებული რჩევები, შენიშვნები თუ პირიქით მოწონება, ეს ხელს შეუწყობს შენი ბიზნესის განვითარებას. ხოლო თუ მას ჯერ კიდევ არ გადაუხდია მომსახურების თანხა, შენი სახელის დანახვა შეახსენებს რომ ისევ ელოდები და არ დაგვიწყებია რომ თანხა გადასახდელი აქვს.
6. არ დაიხიო უკან!
ინვოისების გადახდებზე თვალყურის დევნა დამღლელია. არის შემთხვევები როდესაც მომხმარებელი შეგნებულად არ რიცხავს თანხას და უარს ამბობს გადახდაზე. მაგრამ ამან არ შეგაშინოს, დაეკონტაქტე ხშირად, შეახსენე შენი თავი, შეაწუხე რომ კუთვნილი თანხა გადაგიხადოს. თუ რა თქმა უნდა invoice.ge-ს იყენებ, მაშინ ამას შენს მაგივრად ავტომატურად პლატფორმა გააკეთებს.
თუ სამუშაოს შესრულების შემდეგ მოითხოვს შეთანხმებულ ფასზე ხელახლა მოლაპარაკებას, შენ უკვე გექნება მტკიცებულება, რომელსაც კლიენტი უკვე დათანხმდა ( ხელშეკრულების, გადახდის პირობების და ინვოისის სახით). არ დაგავიწყდეს რომ ეს შენი შრომით გამომუშავებული ფულია! 😇

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება გაგიმარტივებს ცხოვრებას, როგორც ფრილანსერს ან მცირე ბიზნესის მფლობელს. მიჰყევი ამ ნაბიჯებს, გამოიყენე invoice.ge და შენ შეგეძლება უფრო ნაკლები დრო დახარჯო ინვოისებზე და მეტი დრო შენთვის უფრო სასიამოვნო საქმეებზე 🤩

წარმატებები! 💪