invoice.ge — ვაჭრობის ხელოვნება

invoice.ge არის მოწინავე საშუალება თქვენი მაღაზიის ვაჭრობის და საწყობ(ებ)ის სამართავად.

ის დაგეხმარებათ იყოთ თანამედროვე — მსგავს ვერსად იპოვით.

სიახლე! ელექტრონული ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის იოლად და უშეცდომოდ შევსება!
მობილური

invoice.ge შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველგან სადაც კი ინტერნეტია. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ თანამედროვე ბრაუზერი.

სწრაფი

ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით, მიიღეთ მომსახურება შეუდარებელი სიჩქარით.

საიმედო

თქვენი მონაცემები საიმედოდაა დაცული. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი — მათზე ზრუნვაა.

შემოგვიერთდით დღესვე →

რეგისტრაცია სრულიად უფასოა!

თქვენი მაღაზიის ძირითადი ობიექტი — საქონელია. invoice.ge-ს მეშვეობით შეგიძლიათ აწარმოოთ გასაყიდი საქონლის კატალოგი. ასევე მარტივია საწყობების მართვა.

თქვენი ყიდვა/გაყიდვის მიხედვით პროგრამა ავტომატურად დაადგენს თითოულ საწყობში არსებული საქონლის ნაშთს და ასევე გამოთვლის საქონლის თვითღირებულებას.

ყველაფერი ეს თქვენი მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე, თითქოს თავისთავად, ხდება!

Inv_tomato
Inv_naniko

თქვენ გაინტერესებთ თქვენს კლიენტებზე თითქმის ყველაფერი: მათი საკონტაქტო ინფორმაცია, მათზე გამოწერილი შეკვეთები და დავალიანება... ამ ინფორმაციის მართვა არც თუ მარტივია. კლიენტების რიცხვის ზრდასთან ერთად, ეს სულ უფრო რთული ხდება.

invoice.ge-ს მეშვეობით თქვენ შეძლებთ მარტივად აკონტროლოთ ეს ყველაფერი. აქაც თქვენი მხრიდან იოტის ოდენა მოქმედების ჩატარებაა საჭირო! პროგრამა ყველაფერს ავტომატურად დაიანგარიშებს და დაალაგებს.

ჩვენი პროგრამა ძალიან დაგეხმარებათ კლიენტებთან ურთიერთობის უამრავი ასპექტის მოწესრიგებაში.

შეკვეთები — თქვენი ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა. ყოველი შეკვეთა უნდა იყოს ზუსტი და დროული. ნებიმიერი უზუსტობა და დაყოვნება თქვენი ბიზნესის შეფერხებას ნიშნავს.

გარდა სიზუსტისა და სისწრაფისა, invoice.ge-ში ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენს მიერ გამოწერილი შეკვეთა, ასევე რაც შეიძლება ინდივიდუალური იყოს. ამ მიზნით, შეკვეთის ინვოისებზე უკვე შეგიძლიათ თქვენი კომპანიის ლოგოს და ფაქსიმილიეს განთავსება.

Inv_signature
Rs

სახელმწიფოს და გადასახადების იგნორირება — სახიფათოა. იმ სწრაფი ტემპების ფონზე, რითაც ინერგება ახალი ტექნოლოგიები შემოსავლების სამსახურის მიერ, ძალიან ძნელია გადამხდელის მიერ ახალი მოთხოვნების შესაბამისად მოქმედება.

სიახლე! 2012 წლის 1 აპრილიდან აუცილებელი ხდება ელექტრონული ზედნადების ფორმის შევსება ყველა მეწარმისათვის. ჩვენი პროგრამის მეშვეობით შეგიძლიათ ზედნადების საგადასახადო პორტალში იოლად და უშეცდომოდ ატვირთვა. ასევე იოლია ზედნადების ანგარიშ ფაქტურის გამოწერა. invoice.ge აგარიდებთ მრავალ შეუსაბამობას, რაც შესაძლოა საგადასახადოს სტანდარტული ფორმის შევსებისას შეგექმნათ.

Inv_empls

ჩვენი პროგრამა შექმნილია მრავალ-მომხმარებლიან გარემოში სამუშაოდ.

თუ თქვენი საწყობები მიმოფანტულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ან თქვენი ორგანიზაციაა ძალიან დიდი, მაშინ ბუნებრივად დგება საკითხი პროგრამაში რამოდენიმე მომხმარებლის მუშაობის შესახებ.

invoice.ge-ში თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ რამდენიმე თანამშრომლის დამატება. თქვენ შეგიძლიათ ამ თანამშრომლებზე განკუთვნილი საწყობების და უფლებების იოლად და სწრაფად განსაზღვრა!

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ნებისმიერ ინტერნეტ-პროგამასთან მიმართებაში, არის მისი დაცულობა.

invoice.ge-ში ეს კარგად გვესმის. ჩვენი ცოდნის ფარგლებში, პროგრამა ძალიან კარგადაა დაცული, როგორც გარედან შეტევების, ასევე შიდა უზუსტობების კუთხით.

ჩვენ თავიდანვე დავიწყეთ ზრუნვა პროგრამის უსაფრთხოებაზე. და ეს სამუშაო დღემდე გრძელდება და არასდროს არ შეჩერდება. ჩვენ ვთვლით, რომ არასდროს არაა ზედმეტი ამ მიმართულებით რამის გაკეთება.

მალე! ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და სულ მალე წარმოგიდგენთ უსაფრთხოების პოლიტიკის კონცეფციას. უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს მიმართულებას და მოვალეობებს, თქვენი მონაცემების დაცვის კუთხით.

გარდა ამისა, ჩვენ გვინდა ცალსახად გითხრათ: ჩვენ არ ვვაჭრობთ თქვენი მონაცემებით! არასდროს თქვენი პირადი ინფორმაცია და ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ არ გადაეცემა მესამე პირს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს.

აქამდე მხოლოდ ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ჩვენი პროგრამა კარგია და თანამედროვე.

რატომ უნდა გვენდოთ სიტყვაზე? წაიკითხეთ, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენს შესახებ.

დასკვნის გამოტანა თქვენზეა.

invoice.ge არის პროდუქტი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქართული ბიზნესის ამ სექტორის განვითარებაში. ძალიან ბევრ მცირე და საშუალო ზომის მოვაჭრეებს არ აქვთ საშუალება დააყენონ ძვირადღირებული პროგრამები თავიანთი ბიზნესის სამართავად. invoice.ge საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ანალოგიური და სერვისის მხრივ უკეთესი მომსახურება ყოველთვიური მცირე გადასახადის სანაცვლოდ, რომელსაც მარტივად გადაიხდით ლიბერთი ბანკის pay.ge სიტემის საშუალებით. არჩილ ბუკია, სამერჩანტო ბიზნესის განვითარება @ libertybank.ge
invoice.ge ქართული მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ პროდუქტია. მოსახერხებელი და მარტივი ინტერფეისის მიღმა არის უახლესი პროგრამული მიდგომებით შემუშავებული საიმედო სისტემა, რაც მომხმარებლისთვის უდაოდ საუკეთესო შეთავაზებას წარმოადგენს. პაატა გოგიშვილი, პროგრამისტი @ azry.com
invoice.ge არის მეტად საჭირო პროგრამა თქვენი ბიზნესის სამართავად. ამ მაღალტექნოლოგიური, საიმედო და მოხმარებისათვის მარტივი პროგრამის გამოყენებით, მნიშვნელოვნად გაიმარტივებთ ბიზნესს, შეავსებთ საკუთარ მონაცემთა ბაზას და საიმედოდ დაიცავთ მას. ნინო გვაზავა, IT მენეჯერი @ telasi.ge
invoice.ge ძალიან კომფორტული და მობილური პროდუქტია. მართე შენი ბიზნესი ნებისმიერ ადგილას და დროს, ყოველნაირი სიზუსტით და იყავი დაცული. ნათია მაჭარაშვილი, ბუღალტერი @ GWP